01:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 18:19:59, 824 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია პეტრო პოროშენკოს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა.

პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა გაღრმავდეს.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ივან ჩერნიაკოვსკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი, ლევან იზორიამ უკრაინის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან - უკრაინასთან მაქსიმალურად გაძლიერდება. „ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხელი ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩვენ ერთობლივ წვრთნებში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩავერთვებით. ამის მზაობა უკრაინულ მხარეს აქვს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ძალები ერთად ნატოს სტანდარტებს დავუახლოვოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ ვიზიტის დასრულებისას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics