01:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:19:22, 759 ნახვა

სამხედრო
უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა

საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო მხარდაჭერის სკოლის საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა. 

სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. სამხედროებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. 

უმცროს ოფიცრებს სიტყვით წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ყურადღება ამოცანაზე ორიენტრებულ სწავლებებსა და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სამხედროებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გადასცეს.

არტილერიისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსები 18 ლეიტენანტმა დაასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებმა სპეციალობის საგნები ექვსი თვის განმავლობაში გაიარეს. საარტილერიო კურსის მსმენელებმა სროლა და ცეცხლის მართვის პროცედურები, ბატარეის ტაქტიკა, საარტილერიო შეიარაღება, საარტილერიო ცეცხლის მომსახურება შეისწავლეს. კავშირგაბმულობის სპეციალობით უმცროსმა ოფიცრებმა შემდეგი საკითხები - ელექტრობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრამოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიოსადგურები, კავშირგაბმულობის ტაქტიკა განიხილეს. სასწავლო კურსებს ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სპეციალიზაციის კურსების გავლის შემდეგ, უმცროსი ოფიცრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ მუშაობას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics