|
2017-03-31 10:13:19, 2083 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: განხორციელებული რეისები ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა . „თუშეთის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს. წინა მთავრობის სხდომაზე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი დანიშნულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, ექვსი თვით არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და ყოველკვირეული რეისის დანიშვნა არის საშური საქმე. ეს ვერტმფრენი მოემსახურება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მესაზღვრეებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. 17–მა ადამიანმა უკვე ისარგებლა ალვანიდან განხორციელებული პირველი რეისით, რაც მათთვის უდიდესი შვებაა“, - განაცხადა პრემიერმა. საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)