|
2017-03-30 17:56:13, 2455 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში, რათა განვიხილოთ ის აქტუალური თემები, რომელიც აწუხებს საქართველოს ბიზნესსაზოგადოებას. გვინდა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, ეფექტური და შედეგიანი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაცებთან გამართული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. ბიზნესასოციაცების ხელმძღვანელების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა. ”ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვქმნით დემოკრატიული მმართველობის ახალ სისტემას. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს, ეს არის პირველი: პლურალიზმი, დემოკრატიის უზრუნველყოფა და მეორე - სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა. ჩვენი მიზანია საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი მიზნით“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)