14:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 16:28:47, 454 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ათონელზე მდებარე შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იქნებოდა მისაღები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ ათონელზე მდებარე შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის უფრო მისაღები და ეფექტური იქნება.

ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

რაც შეეხება პრეზიდენტის არსებულ რეზიდენციას, სესიაშვილის თქმით, უმჯობესია იქ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები განთავსდეს. 

„მე მიმაჩნია, რომ ათონელზე მდებარე შენობა თავისი შესაძლებლობებით, ინფრასტრუქტურით, თავის მოცულობით, გაცილებით მისაღები და ეფექტური იქნებოდა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის, თავისი პირადი შემადგენლობის გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელი იქნებოდა იგივე პრეზიდენტის არსებული სასახლის მაქსიმალურად ათვისება და იქ ბევრი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განთავსება, რაც სახელმწიფოს რა თქმა უნდა დაუზოგავს გარკვეულ ფულს.  ეს ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობას მოხმარდებოდა. ამიტომ მე უფრო რაციონალური კუთხით ვუდგები ამ საკითხს, ვიდრე პოლიტიკური კუთხით“, - აღნიშნა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics