|
2017-03-30 11:52:15, 1746 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: ჟენევის შეხვედრამ ოფიციალური თბილისის კონფრონტაციული განწყობა დაადასტურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს ეხმაურება. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. ამასთან, აღნიშნული სიტუაცია რუსეთმა საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯებით ახსნა. „24 მარტს ოფიციალურმა თბილისმა ფაქტობრივად აიძულა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები, კენჭი ეყარათ რეზოლუციის პროექტისთვის „საქართველოსთან თანამშრომლობა“, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებზე რეალურ ზრუნვასთან. თბილისის მთავარი მიზანია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი წამოწიოს და ამასთან, აღნიშნული იმ საბჭოს ფორმატში გააკეთოს, რომლის კომპეტენციაშიც ეს საკითხი არ შედის. გასაკვირი არაა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრთა უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც თანამედროვე ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ რეალობას არ ითვალისწინებდა. ქართული მხარე ამით არ შემოიფარგლა და ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის დაწყების დღეს, ისარგებლა რა უკრაინის დროებითი ყოფნით გაერო-ს უშიშროების საბჭოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსული ოკუპაციის“ საკითხის განხილვის ინიცირება მოახდინა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო. აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მიუთითეს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჟენევის ფორმატის სულისკვეთებასა და მიზნებს, ძირს უთხრიან მის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების კონცეფციას. სამწუხაროდ, შეხვედრამაც დაადასტურა ოფიციალური თბილისის კონფრონტაციული განწყობა. ისევ ვერ მოხერხდა ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება. ერთობლივ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო განცხადებაში. რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების საკითხიც განიხილეს. რუსეთი თბილისს და ამერიკულ მხარეს ვითარების დრამატიზებაში ადანაშაულებს. განცხადების თანახმად, რუსეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს უკმაყოფილებასს საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გამო. „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ მიუთითეს დესტაბილიზაციის შემტან როლზე, რომელიც ნატო-ს მიერ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სამხედრო „ათვისებას“ ახლავს თან, საითკენაც საქართველო ნაჩქარევად მიილტვის. ამ პირობებში რუსეთი იტოვებს უფლებას, სამომავლოდაც თანმიმდევრულად მოახდინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირება, მის მოკავშირეებთან ერთად“, - ნათქვამია უწყება. როგორც უწყებაში აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმებმა საქართველოს ჰუმანიტარული თემატიკის პოლიტიზებაში დასდეს ბრალი და ჟენევაში ამ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და ამ კუთხით საერთაშორისო ექსპერტების მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აფხაზური მხარემ ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)