04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 13:03:03, 2485 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რაიმონდ ვეიონისი: ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ქმედებებს, არასდროს მიიღებს ოკუპაციას

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ღობეები ქვეყანას ორ ნაწილად ყოფენ.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის გამყოფ ხაზთან პირველად იმყოფება.

"გამყოფ ხაზთან პირველად ვარ და ძალიან ტრაგიკულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ქვეყანაში, გვაქვს ვითარება, სადაც ღობეები ყოფენ ქვეყანას ორ ნაწილად. ყოფს ოჯახებს, ბაღებს. ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ასეთ ქმედებებს, არასდროს მიიღებს ასეთ ოკუპაციას. ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი . ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ვიდრე ეს ვითარება არ მოგვარდება და ერთად მოვძებნით გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - აღნიშნა ვეიონისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი 27 მარტს ეწვია. დღეს ორი ქვეყნის ლიდერი ხურვალეთში არსებულ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრვ მოსახლეობას შეხვდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics