|
2017-03-28 14:12:22, 2026 ნახვა
სამართალი
საქართველოსა და ლატვიის შს სამინისტროებს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გარდა, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნისა და მიგრაციის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტიდან გამომდინარე, შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს. ცვლილებების ოქმი ითვალისწინებს: გამოცდილების გაზიარებას არალეგალური იმიგრანტების გამოვლენის, განთავსებისა და გაძევების სფეროში; ტრენინგების ჩატარებას როგორც მესაზღვრეთა, ასევე, შსს-ს სხვა მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)