04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 13:01:14, 2275 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

ამის შესახებ მან ავლაბრის რეზიდენციაში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე მგონია და იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ასოცირების ხელშეკრულება კარგი იარაღია იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური კუთხით განვითარდეს. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიცით, რომ ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმებს დიდი დრო სჭირდება, გაცნობიერებული გვაქვს, რომ დღევანდელი პოლიტიკა არ არის სრულყოფილი, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics