|
2017-03-27 10:26:23, 2283 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროცესი გაიმართება. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. სახელმწიფო ბრალდება მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის 1 თვით გადადებას მოითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებას ასახელებს. წინასასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 5 აპრილს იყო ჩანიშნული. თავის მხრივ, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების- პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)