23:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 21:13:07, 1745 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: საქართველო პირველად აღნიშნავს სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი

პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პატრიარქტის თქმით, "ავტოკეფალია არის დიდი მადლი".

"მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, - მიმართა პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics