22:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 09:57:53, 1084 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ პრეზენტაცია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგინეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი მენეჯერი ელენე გრიგოლია ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მოხსენება „მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი - როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი" - კონფერენციის მონაწილეებს ელენე გრიგოლიამ საერთაშორისო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული  მოხსენებებიდან შეარჩიეს.

მათივე ინფორმაციით, მოხსენებაში ელენე გრიგოლიამ ის რეფორმა  წარადგენა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და  ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაამატივა.

რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა.

რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

კონფერენცია, რომლის  თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

მიწის მმართველობისა  და სიღარიბის თემაზე  მსოფლიო ბანკის რიგით მე-18  კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. 

კონფერენცია დღეს  სრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics