01:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 19:50:16, 2497 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითები გაიტანა - ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი რამდენიმე ქვეითს და სამართალდამცველს გამიზნულად დაეჯახა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლონდონში, მომხდარის შედეგად, 12-მდე ადამიანია დაშავებული.

როგორც BBC წერს, პარლამენტის შენობაში შესასვლელი გადაკეტილია, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შენობიდან უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამასთან, ამ დრომდე უცნობია, იყო თუ არა დაგეგმილი მანქანის შეჭრა ტროტუარზე თუ ეს უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევაა.

ცნობისთვის, თავდამსხმელი (მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული), ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა დანა ჯერ პოლიციელს დაარტყა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics