13:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 12:04:33, 428 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ, მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ

ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს ჰქონდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.

„მე პირადად, ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით, რომ მცოდნოდა, ალბათ ვალდებულებაც იყო, არა მარტო თავდაცვის მინისტრის, არამედ მთავრობის წევრებისაც, რომ ყოფილიყვნენ იქ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.

როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა, დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო.

მისივე განმარტებით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების.

„ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი, ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას, ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics