|
2017-03-20 11:58:49, 1064 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის Social Impact Award საკონკურსო ნაწილი დაიწყო
პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში დღეიდან ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით წარადგინონ. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 28 აპრილი. Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ბანკი არის აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი, რადგან სტუდენტური პროგრამა Social Impact Award ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს, ახალი პროექტები, სწორედ სოციალური მოეწარმეობის კუთხით. პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდს შეარჩევს. პროგრამის დასასრულ, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტის სახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად. „Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. პროგრამის ფარგლებში გამართულ ვორქშოფებზე 200-ზე მეტმა სტუდენტმა იმუშავა საკუთარი სოციალური ბიზნესიდეის განვითარებაზე, იმედია პროგრამის შედეგად ბევრ მდგრად სოციალურ საწარმოს ვიხილავთ.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ. (R)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)