04:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 11:56:24, 1693 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე წინააღმდეგი არაა, კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერი გაჩნდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე წინააღმდეგი არაა, კონსტიტუციის პრეამბულაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატო-ში მისწრაფებაზე ჩანაწერი გაჩნდეს.

"არანაირი პრობლემა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით შეიძლება არ მქონდეს, უბრალოდ რამდენად კონსტიტუციურია, აუცილებელია, ეს ალბათ კანონმდებლებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ. მე პირადად, როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყო“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შეხვედრას მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics