00:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:37:15, 900 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო გარბენში მიიღეს მონაწილეობა

საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM) დაარსებიდან 69 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლისის ტბაზე 3 კმ დისტანციაზე სამშვიდობო გარბენი ჩატარდა. 

სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციის სპორტული ღონისძიებების სამსახურია და მასში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის 50-მდე  სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარათონში პირველ ადგილზე I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი გიორგი ლომიძე გავიდა. მეორე ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბექა გულედანი, ხოლო მესამე ადგილზე ამავე ბრიგადის კაპრალი გიორგი შენკენაშვილი გავიდა. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ სამხედროებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს  დამატებით გამარჯვებულის თასი გადაეცათ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს წევრი 1994 წელს გახდა და საბჭოს ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭო (CISM) მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალდისციპლინარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მისი 134 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას უწევს ორგანიზებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics