|
2015-04-03 15:09:10, 598 ნახვა
საზოგადოება
გორის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობების სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამის "ლიდერთა სახლის" გორელ მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ვიცე-მერი ნიკოლოზ ჯოხაძე შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ორ საათს გაგრძელდა. მერმა მოსწავლეებს განხორცილებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მერიის ხელმძღვანელებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. "სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და მიხარია, რომ ასეთი აქტიური ახალგაზრდობა გვყავს. მე ვფიქრობ, პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე და შევთანხმდით სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია "დისტანციური სწავლების ცენტრის" შექმნის იდეამ, რომლის განხორციელების შედეგად გორელი ახალგაზრდები ქალაქიდან გაუსვლელად, უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 13 ქალაქში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო, შემეცნებითი და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. ცამეტივე ქალაქში პროგრამა იუსტიციის სახლებში ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)