12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 21:20:57, 1714 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია უკვე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებს სამმართველოს შენობაში შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ბათუმში აქციაზე სულ ხუთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics