|
2015-04-03 12:58:58, 454 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეფასებით, საჰაერო თავდაცვა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საჰაერო თავდაცვა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის შესახებ ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ინესტორი ქვეყანაში დიდ ფულს არ ჩადებს, თუ ის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული არ იქნება. „საჰაერო თავდაცვა, ანუ დაცული ცა, არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რეალურად გაქვს ეკონომიკური სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. არავინ არ ჩადებს დიდძალ ფულს, არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შენს მეზობელ ქვეყანას შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში“, – აღნიშნა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)