|
2017-03-07 21:59:08, 2511 ნახვა
სამართალი
ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ რ2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება აისახება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მომავლაში ასახავს, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და არანაირი ქონებრივი დავა არ მიმდინარეობდა. „აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გამოიტანოს დასკვნები, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მონახოს რაღაცნაირად, სანამ ეს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს განაჩენს და ვერდიქტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერდიქტი იქნება ისეთი, რომ აქ სწორედაც რომ პოლიტიკური პროცესია და სწორედაც, რომ ხელისუფლება ქონებრივი დავის საბაბით ცდილობდა, წაერთმია ტელევიზია მეპატრონეებისთვის, რათა დაექვემდებარებინა თავისი ინტერესებისთვის“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)