08:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 18:53:46, 1694 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა

3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილე 12 გუნდის შემადგენლობაში იყვნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ხოლო 1-ლი ადგილის მოპოვება 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ გამარჯვებულ გუნდებს, თასები, სიგელები და პარფიუმერული ქსელის ვაუჩერები გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics