|
2017-03-03 22:08:04, 2887 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“-ის იურისტი: ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული გადაწყვეტილება
ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესრულება საქართველოს ხელისუფლებისთვის არის სავალდებულო და შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა კონვენცია დაირღვევა. „სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა რუსთავი2-ის და მისი დამფუძნებლების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით. ეს დროებითი ღონისძიება მოქმედებს 8 მარტამდე. სტრასბურგი ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს, ადამიანის უფლებათა კონვენციის 34-ე მუხლს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა. შეგახენებთ, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)