20:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 20:19:10, 1791 ნახვა

პოლიტიკა
კათოლიკე ეკლესია: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ "კათოლიკე ეკლესია საქართველოში"-ს განცხადებაშია აღნიშნული/

კათოლიკე ეკლესია რუსთავი 2-თან დაკავშირებით კითხვებს სვამს:

"კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის, იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში: ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება, ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე?

"ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics