19:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 15:34:27, 671 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა

თელასის მენეჯერის ნიკოლოზ  ლომინაძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. მსჯავრდებული გია გვიჩიანისა და ნიკოლოზ ჩემიას ადვოკატები გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. მათი მტკიცებით,  სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. სწორედ ამიტომ, ადვოკატები მოსამრთლეთა საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ.
"ეს იყო კუდის მოქნევა კუბლაშვილის, ვინაიდან კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომაროების დროს,  ყველამ ვიცით, რომ 100 000- ობით უკანონო განაჩენი არის გამოტანილი, მით უფრო ეს არის იმ განაჩენთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უკანონო განაჩენი. ჩვენ მივმართავთ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს",-განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, 2014 წლის ივლისში გია გვიჩიანსა და ნიკოლოზ ჩემიას სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა 15 წლიანი სასჯელით შეუცვალა. გია გვიჩიანსა და ნიკა ლომინაძეს პატიმრობაში გატარებული დრო ჩაეთვალათ სასჯელის სახით და მათთვის 15 წლიანი სასჯელის ათვლის ვადა დაიწო დაკავების მომენტიდან, ანუ 2006 წლის 7 მარტიდან.
ცნობისთვის, თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს ბახტრიონზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მკველობის შემკვეთად გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სცნეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.მათთან ერთად დაკავებული იყო სამი პირი, რომელთაც პროკურატურამ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. საქმის ხელახალი გადასინჯვა კი, 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics