|
2015-04-02 13:21:27, 496 ნახვა
საზოგადოება
ფედერაციები სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. როგორც ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეკრებას გეგმავენ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი. ფედერაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გაეცნობიან და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებენ. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის მუშაობა გააკრიტიკეს. ყიფიანმა კი გუსინ უპასუხა, რომ არავის მისცემს უფლებას, ფედერაციების საქმიანობაში ხელი აფათუროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)