|
2017-02-28 22:31:58, 2522 ნახვა
სამართალი
ოხანაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის გარედან მართული, კარგად ორგანიზებული მზაკვრული გეგმა
როგორც შიდა ძალებს, ასევე გარე ძალებს, მე აღვნიშნე, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული მზაკვრული გეგმა მართული გარედან იმიტომ, რომ შიგნიდან ვერ შეძლებდნენ ამას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. სოსო ოხანაშვილის განცხადებით, პატრიარქი დაცულია როგორც ღვთის წყალობით, ასევე "ჩვენი ბიჭების წყალობით". მისი თქმით, პატრიარქის დაცვის წევრებს უამრავი მომზადების კურსი აქვთ გავლილი. მისივე განცხადებით, იყო მცდელობა, რომ ყველა დაცვის წევრი წასულიყო. „იყო მცდელობა, რომ საერთოდ ყველა წასულიყო. ბიჭები დარჩნენ პატრიარქის გადაწყვეტილებით. მე გადავდექი იმიტომ, რომ ეს პროცესი იმდენად რთულია, რომ მე არ შემეძლო, ჩემი მოვალეობა გამეგრძელებინა და მეფიქრა, ან მეთამაშა, რომ აქ არაფერი არ ხდება“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)