|
2017-02-28 18:42:37, 1434 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ეროვნულ, ასაკობრივ ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულ, ასაკობრივ ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს. მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ-16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე. კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქართული სპორტის გვერდში დგომის პოლიტიკას განაგრძობს და კალათბურთის ფედერაციას ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსებს: „ჩვენ შარშანაც გვაკავშირებდა სასპონსორო პაკეტი. წელსაც ვთვლით, დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენთვის, რომ გრძელდება ეს ურთიერთობა. ვაპირებთ, ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მოგეხსენებათ, კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს. ევროპის ჩემპიონატზე ყველა მათ ვგულშემატკივროთ და დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც შარშან იყო“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე „საქართველოს რკინიგზას“ თანადგომისთვის მადლობას უხდის: „უკვე მეორე წელია, გრძელდება ხელშეკრულება „საქართველოს რკინიგზასთან“, რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში. რაც შეეხება კალათბურთს, ჩვენ ნამდვილად მადლიერი ვართ იმის გამო, რომ შარშან აქტიურად დაგვეხმარნენ, არა მარტო ფინანსურად, განვითარებაში, პრომოუშენში. საკმოდ რთული წელი გვქონდა შარშან, თუმცა ნამდვილად წარმატებული წელი იყო; წელს უფრო რთული წელია და დარწმუნებული ვარ, „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად, გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს. ეს არ შემოიფარგლება ევროპის ჩემპიონატით. მოგეხსენებათ, წელს, პირველად ისტორიაში, საქართველოს კალათბურთელთა ევროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში და აუცილებლად წარმატებებს მიაღწევს“,-განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გაბრიჩიძემ. კალათბურთის ფედერაციისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის დახმარების გაწევის გამო, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის მადლიერია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც: „ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ. ბუნებრივია, თითოეული ასეთი პროექტი, მემორანდუმი, ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. მითუმეტეს, ძალიან კარგია, როცა ჩვენ ვხედავთ შედეგს. ჩვენი კალათბურთელები არიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრები სათამაშო სახეობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპის ჩემპიონატშიც გვასახელებენ და ასევე გვახარეს ის, რომ ასაკობრივ ნაკრებშიც გვაქვს წარმატება. მსგავსი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კალათბურთის და სპორტის განვითარებას“,-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
(R)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)