|
2017-02-25 12:28:38, 1575 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და მიაგებს პატივს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა. „დღეს ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლები, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, ვინც დაიცვა ჩვენი სამშობლო. რეალურად აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ აი აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. „აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშრუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)