21:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 10:47:55, 2318 ნახვა

სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება

დეკანოზი გიორგი მამალაძე საგამოძიებო უწყებაში, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება.

დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას ადვოკატებმა გუშინ მიმართეს.

როგორც  ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დეკანოზის ჩვენებით დადასტურდება, რომ ის უდანაშაულოა.

“დეტალურად იქნება ჩვენება მიცემული, რომ ყველა ეს ბრალდება არის უსაფუძვლო და არ შეიძლება ეს მის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენებით დადასტურდება, რომ ის არის უდანაშაულო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics