|
2017-02-20 14:48:32, 2154 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონის პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა გააცნო. ზვიად მიხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია: პენიტენციურ სისტემაში ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის; სასჯელის ახალი სახის - შინაპტიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციების დახვეწა; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირება. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში სამ წლამდე ასაკის შვილებთან ერთად მყოფ ქალ მსჯავრდებულებს, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. გარდა ამისა, იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი და სხვა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, შეთავაზებული ცვლილებების მიზანია პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ირინა ფრუიძემ წარდგენილი ინიციატივები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს რესოციალიზაციასა და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრებას. ამასთან, მან და კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა კანონპროექტებით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატვის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)