13:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 16:37:59, 2319 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი - გაუთქმელობის აქტი უნდა მოიხსნას, რათა დაცვის მხარეს მუშაობა გაუმარტივდეს

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ მატროსოვის ციხეში მივიდა.

როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გეგმიური ვიზიტია. 

"ეს შეხვედრა გეგმიურია, მე დავინტერესდები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემთვის ცნობილია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მასთან სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე დღის წინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა ამ წუთებში არ ვიცი, როგორ გრძნობს ის თავს, შევალ და გავიგებ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, გაუთქმელობის აქტი უნდა მოიხსნას, რათა დაცვის მხარეს მუშაობა უფრო გაუმარტივდეს.

"ჩვენ ამას ამბის დაწყების დღიდან ვითხოვდით. ეს უნდა გაუქმდეს, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს უფრო კარგად დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი", - განაცხადა გიორგი ფანცულაია.

ის პატრიარქის ვიდეო მიმართვასაც გამოეხმაურა და ასეთი დადებითი კომენტარისათვის ილია მეორეს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics