20:43 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 10:38:57, 1043 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში პატრიარქს მოინახულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს. 

გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციას დაესწრება. პრემიერი ბერლინში დაგეგმილზე ადრე მიემგზავრება, რათა პატრიარქი მოინახულოს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობას ექიმები დადებითად აფასებენ. გუშინ უწმინდესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. 

ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ილია მეორე რეაბილიტაციის კურსს გადის. როგორც ოპერაცია ისე სარეაბილიტაციო კურსის დასაწყისი კარგად მიმდინარეობს. 

კლინიკიდან მას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოწერენ, რის შემდეგაც უწმინდესი რეაბილიტაციის კურსს საქართველოში განაგრძობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics