|
2015-04-01 09:55:19, 560 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულების შეფასების ახალი სისტემა ამოქმედდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი სისტემა დღეიდან ამოქმედდება, რომელიც ქულების დათვლის პრინციპს გულისხმობს. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, ეს არის სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. „უნდა შემცირდეს იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში იმყოფებიან. ბუნებრივია, მთელი ეს პროცესი რადგანაც ეხება რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ერთდროულად ვერ განხორციელდება, სისტემა ორიენტირებული იქნება ბავშვებზე. ყველა ოჯახი, რომელიც ღებულობს სოციალურ დახმარებას მიიღებს დამატებით ბენეფიტს 10 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე“,-განაცხადა სოფრომაძემ. შეგახსენებთ, რომ სატესტო პროგრამის მიხედვით შეფასების დროს მნიშვნელობა მხოლოდ იმ ქონებას მიენიჭება, რომელსაც ოჯახისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. სოციალურ აგენტს კი სოციალური დახმარების დამოუკიდებლად მოხსნის უფლება აღარ ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)