|
2017-02-14 11:54:29, 1191 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი: საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებია
მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებია. „ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ“, - განაცხადა ჩაპლინმა. ამასთან, ჩაპლინის თქმით, ილია მეორე თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. „პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“, - აღნიშნა ვსევოლოდ ჩაპლინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)