11:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 15:58:36, 2551 ნახვა

სამართალი კომენტარი
კალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული ავიცილეთ

ვიცე პრემიერი,  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა.

"უმძიმესი დანაშაული ავიცილეთ. ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ მართლმადიდებლებზე, ეს იქნებოდა დარტყმა საქართველოზე, ქვეყნის ინსტიტუტებზე, ქვეყანაში მშვიდობაზე. ყველა უმკაცრესად დაისჯება", -განაცხადა კალაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics