09:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 12:48:42, 1954 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძეს თქმით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას აინტერესებს თუ რამდენად ობიექტური იყო საკონსტიტუციო სასამართლო, როცა ამ კანონზე გადაწყვეტილება მიიღო. 

"სახელმწიფო ინტერესებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რისკები მთელს მსოფლიოში გაზრდილია. ახალი მოდელი შემუშავებულია ჩართულობით. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება იყო ჩარული ამაში. შემოთავაზებულია სამი მნიშვნელოვანი პრინციპი. აქ არის: ხელისუფლების სამივე შტოს კონტროლი. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, რომელიც ნდობის ჯგუფის ფარგლებში უფრო ეფექტურად გააკონტროლებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. იყო მოთხოვნა, რომ ეს ფუნქცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყოფილიყო გატანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურდან. დიახ, ახალი მოდელით, ის გადაეცემა ახალ დამოუკიდბელ უწყებას, რომელსაც შექმნის სახელმწიფო. ასევე იყო მოთხოვნა, რომ იმ ორგანიზაციას, რომელსაც გადაეცემოდა ეს ფუნქცია, არ ჰქონოდა საგამოძიებო ინტერესები. დიახ, ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია და გადადის ისეთი ორგანიზაციის ხელში, რომელსაც გამოძიება არ ევალება. რაც შეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მე უკვე მიჩნდება შეკითხვები რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციებიდან,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics