21:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 16:26:20, 2892 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის დედაქალაქში დღეს საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება

დღეს საღამოს გერმანიის დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება.

NBC News-ის ინფორმაციით, კინოთეატრის წინ, სადაც მთავარი ჩვენებები გაიმართება, უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ბარიერები აღმართეს. ამასთან, კინოფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით, ხელჩანთებს შესასვლელებში წელსაც შეამოწმებენ. დიდი ზომის ჩანთის მფლობელებს კი შენობაში საერთოდ არ შეუშვებენ.

რიგით 67-ე Berlinale ლეგენდარული ჯაზ გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებით გაიხსნება. სურათი საკონკურსო ფილმების სიაშიცაა შესული.

მთავარი ჯილდოების, ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკების მოსაპოვებლად სულ 18 ნამუშევარი იბრძვის. გამარჯვებულს ჟიური, ჰოლანდიელ რეჟისორ პოლ ვერჰოვენის თავმჯდომარეობით, 19 თებერვალს გამოავლენს.

ცნობისთვის, რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება. ქართველი რეჟისორის ფილმის მსოფლიო პრემიერა Berlinale-ზე სექციაში "Panorama Special" შედგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics