14:06 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 18:06:16, 1270 ნახვა

საზოგადოება
საგარეო სამინისტროში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ტურისტულ და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.  სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები იყო.
 
შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა, კომპანიების წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნეს, რომელთა დაცვაც, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდება.
 
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ისრაელთან და ყველა იმ სახელმწიფოსთან მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს, რომლებში გადაადგილებაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ტურისტული კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენასა და უკანონო მიგრაციის დინამიკის შემცირებას.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics