07:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 12:15:13, 2210 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ჩვენი სულისკვეთება უფრო ახლოა პრეზიდენტის შენიშვნებთან, ვიდრე - უმრავლესობის პროექტთან

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნო.

ინაშვილის თქმით, ისინი მეტნაკლებად უფრო იზიარებენ პრეზიდენტის შენიშვნებს ვიდრე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტს.

თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „საქართველოს პატრიოტებს“ აქვთ საკუთარი კონცეფცია, თუნდაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით და სწორედ ამ მოდელს გაუზიარებენ დღეს პრეზიდენტს.

"ესაა 3 საფეხურიანი ეტაპი, როცა მოსამართლეს ირჩევენ მოსამართლეები, შემდეგ პარლამენტში ხდება კანდიდატურის განხილვა და ამტკიცებს კანდიდატურას პარლამენტი, შემდეგ მიდის პრეზიდენტთან", - განაცხადა ირმ ინაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებულ ვეტოს შესახებ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება, 13:00 საათზე კი არასამათავრობო სექტორთან გამართავს შეხვედრას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics