|
2017-02-02 16:29:36, 2492 ნახვა
კომენტარი Lifestyle
მანანა კობახიძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი აუცილებლად გახდება. "გილოცავთ, ყველას! ევროპარლამენტმა ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას 553 ხმით მხარი დაუჭირა! მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ ისტორიულ საქმეში! მადლობა, პირველ რიგში, ქართველ ხალხს ევროპული არჩევანისთვის! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რაც განვითარებულ ეკონომიკას, სოციალურ სოლიდარობას, კანონის და სამართლის უზენაესობას მოაქვს! ამისთვის, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ!", - წერს მანანა კობახიძე. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)