04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 15:37:16, 1945 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეთ

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე არჩევნებზე პროცენტულად ხმები მიიღო.

დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.

"არსებულ სისტემაში სწორედ მაჟორიტარულმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამის მანდატი მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია. დღევანდელი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ხმები მიიღო პროცენტულად არჩევნებზე. ეს უნდა შეიცვალოს და უფრო სამართლიან სისტემაზე უნდა გადავიდეთ, როდესაც რამდენ პროცენტსაც მიირებს პარტია, იმდენი პროცენტი ექნება ადგილებისა ექნება პარლამენტში", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას, ჭიაბერაშვილმა ასე უპასუხა:

"ჩვენ ვლაპარაკობთ სამხარეო პროპორციულ სისტემაზე. როდესაც მხარეებში დგება პროპორციული სიები პარტიების მიერ, ბუნებრივია შენარჩუნდება საერთო ეროვნული ბარიერი. ამაზე წინადადება არ წარგვიდგენია. მოვისმენთ სხვა წინადადებებსაც და მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics