03:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 15:32:19, 1826 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი ოპონენტებზე: ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ჩვენ ნუ შეგვეჯიბრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპონენეტების სურვილია, საქართველოს მთავრობა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს.

როგორც კვირიკაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტებმა  აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და ხელისუფლების  საქმიანობის დღის წესრიგის შეცვლა სურთ.

„მთავარი აქ არის ის, რომ დღეს ოპონეტებს  სურთ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი  ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და სურთ  ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ  ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევლები. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ათწლეულების პერიოდის  განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში, რომელმაც  ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან, გავაგრძელებთ აუცილებლად თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ ამ უბედურებიდან გამოყვანა ჰქვია, რასაც ჩვენი ქვეყნის სწორ, განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ესაა შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში ჩვენი ქვეყანა გვერდში  გვიდგას. მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედია სივრცეში, ჩვენ ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები  ნუ შეგვეჯიბრებიან“,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics