|
2017-01-23 20:09:58, 1431 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს შენობასთან გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს შენობასთან გია ცერცვაძის მხარდამჭერ აქციას გამართავს, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობა ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს ვიცე პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას, რაც გიორგი ცერცვაძისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ცერცვაძე დაკავებულია გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, თითქოსდა 13 წლის წინ რუსეთში ჩადენილი დანაშაულის გამო. რუსეთის აღნიშნული ქმედება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც პუტინი მიმართავს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ და რაც მიზნად ისახავს მათ ხელში ჩაგდებას შურისძიების და სამაგალითოდ დასჯის მიზნით. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ხვალ, 24 იანვარს, 18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს შენობასთან გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია. პასუხი მოვთხოვოთ მოღალატე ხელისუფლებას! გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე!", - ნათქვამია განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)