|
2017-01-21 16:17:41, 3125 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ერდოღანს შეუზღუდავი ძალაუფლება მიანიჭა
თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა და რომლითაც მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელისუფლების შენარჩუნება 2029 წლამდე შეეძლება. ცვლილების თანახმად, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში პრემიერს ჩაანაცვლებს. პრემიერის თანამდებობა საერთოდ გაუქმდება. პრეზიდენტს მინისტრების დანიშვნის და გადაყენების, პარლამენტის დათხოვნის უფლება მიენიჭება. პრეზიდენტის ვადების რაოდენობა იგივე რჩება, თუმცა მათი ათვლა 2019 წლიდან დაიწყება, ამრიგად ერდოღანს ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა არ ჩაეთვლება. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და ბალანსს არღვევს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)