18:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 13:34:33, 1218 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება

პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემოანიას აკრედიტებული დიპლომატიური მისიები დაესწრებიან.

"ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები დაესწრებიან. ცერემონიისათვის განსაზღვრული პროტოკოლის თანახმად არჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებაზე უცხო ქვეყნის დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეულნი არ არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics