18:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 19:38:38, 1246 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები, დღევანდელი მიშასიც

დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე, რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გივი თარგამაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ქართულ პოლიტიკაში მისი 28 წლიანი მონაწილეობის ერთი, უდაოდ, ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა.

"ქართულ პოლიტიკაში ჩემი 28 წლიანი მონაწილეობის ერთი, უდაოდ, ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა. ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი. სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა. გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდის მომგვრელიცაა და საიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები. დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად", - წერს თარგამაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics