00:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 13:10:56, 1717 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ზალკალიანი: ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერისა და მთავრობის საქმიანობას ძალიან მაღალი შეფასება მისცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ზალკალიანის განმარტებით, ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისის აეროპორტში, რა დროსაც სახელმწიფო მდივანს მიაწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტოერიებზე შექმნილ ვითარებასთან და ქვეყანაში განხორციელებულ  დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

„მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით. ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მდივანმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერისა და მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით.  აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და მომავლშიც დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ  მთლიანობას“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ტექნიკური დაშვება განახორციელა. მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics