|
2017-01-11 20:20:45, 2064 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიმართ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიმართ დღეს პროკურატურამ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, ნიკა ნარსია, კახა გაბუნია და მირიან დეისაძე 2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს. მათგან მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით. ამ საქმეზე მათ პატიმრობაში 3 თვე გაატარეს. როგორც თავად აცხადებენ, ისინი ორი კვირის წინ პროკურატურაში დაიბარეს და აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, რაზეც სამივე მათგანისგან კატეგორიული უარი მიიღეს. არსებული ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო ორგანომ მათ განუცხადა, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს საქმის გამოთხოვის თაობაზე. როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა ნარსია აცხადებს, მათ მხოლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)