|
2015-03-27 15:58:47, 605 ნახვა
საზოგადოება
ცხმორისის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის თემში „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ მედიკოსებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში კონსულტაცია და სხვადახვა სახის კვლევა 220 ადგილობრივს ჩაუტარდა. აქედან, ექოსკოპიური კვლევა 74 პაციენტს, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა 33 პაციენტს, გლუკომეტრია 3 პაციენტს, სპირომეტრია 5 პაციენტს. ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას დილიდან შეეძლო. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება. სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)